
25 -27 სექტემბერს ბრაზილია სამხრეთ ამერიკის წამყვანი ბინზეს სკოლის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მე-9 შეხვედრას მასპინძლობს. წელს შეხვედრა რიო დე ჟანეიროში გაიმართა. ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის მოწინავე ბინზეს სკოლის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა წელს უკვე მესამედ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მმართველი საბჭოს წევრმა გელა ბეჟუაშვილმა მიიღო, რომელიც FDC (Foundation Dom Cabral) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრად 2014 წელს აირჩიეს.
"ჯი-აი-ჯი" ამ ფორმატში მსოფლიო მასშტაბის კომპანიებთან ერთად არის წარმოდგენილი და მონაწილეობას დისკუსიებსა და განხილვებში ღებულობს. FDC უკვე 12 წელია მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლების რეიტინგშია.
FDC-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო 2009 წელს შეიქმნა. მასში 22 ქვეყნის საჯარო, კერძო, აკადემიური და არასამთავრობო ორგანიზაციის 75 ლიდერია გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ FDC-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში, პირველად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი.