ჯეო ჰოსპიტალსი - მომხმარებლის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ
განახლებული ინფრასტრუქტურა და პაციენტზე მორგებული სერვისი.
13 ნოემბერი, 2025
საახალწლოდ, საქველმოქმედო სადილის ფარგლებში, კომპანია GIG კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმრებს გაუმასპინძლდა. კომპანიისა და კათარზისის ორგანიზებით გამართულ საახალწლო აქციას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ბენეფიციარების გარდა, ცხელ, გემრიელ სადილზე კათარზისმა სოციალურად დაუცველი ხანდაზმული მეგობრებიც მიიპატიჟა.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლებია, რაც მიუსაფარი და უმწეო მოხუცებისთვის, როგორც დღესასწაულებზე, ასევე, წლის განმავლობაში "ცხელი სადილით" მასპინძლობს მათ.