ჯეო ჰოსპიტალსი - მომხმარებლის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ
განახლებული ინფრასტრუქტურა და პაციენტზე მორგებული სერვისი.
13 ნოემბერი, 2025
"საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" მწერალთა სახლის რეაბილიტაციაში შეტანილი წვლილისთვის ბიზნეს ასოციაციამ სპეციალურად დამზადებული მადლობის სიგელი გადასცა.
16 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და მისი წევრების დაფინანსებით რესტავრირებული მწერალთა სახლის მესამე სართული საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას იმ კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რესტავრაციაში. მიღებას ხელისუფლების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები ესწრებოდნენ.
შენობა, რომელიც დღეს "მწერალთა სახლის" სახელითაა ცნობილი, 1905 წელს აშენდა. 2008 წლიდან სარაჯიშვილისეული სახლი მმართველობაში გადაეცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულ სსიპ-ს “მწერალთა სახლს”.