
"საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" დაკავშირებული კომპანია “მტკვარი ენერჯიმ” გამწვანების აქციის ფარგლებში 100 კიპარისი, 35 კაპალტა და 50 ალვის ხე დარგო. როგორც "ინტერპრესნიუსს“ “მტკვარი ენერჯიდან” აცნობეს, განაშენიანება კომპანიის კუთვნილ საწარმო ტერიტორიაზე მოხდა. აქციაში "მტკვარი ენერჯის“ მთელი გუნდი იყო ჩართული.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მწვანე აქციის “დატოვე შენი მწვანე კვალი“ ფარგლებში, რამდენიმე წელია, სხვადასხვა სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების საწარმოო ტერიტორიაზე, სხვადასხვა ჯიშის ნერგებს რგავს.
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აქტიურად არის ჩართული ბორჯომის ტყის აღდგენის აქციაშიც. კომპანიამ რამდენიმე ასეული ძირი ნაძვი უკვე დარგო ბორჯომში და სამომავლოდაც გეგმავს აქტიურობას.