ჯიაიჯის გუნდმა 2025 წელი შეაჯამა
ერთი წლის შემდეგ ისევ შევიკრიბეთ, გუნდი წლიურ ანგარიშს გაეცნო.
15 მაისი, 2026
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციას იწყებს.
კომპანიამ პირველი კორპორაციული ელექტრომობილი შეიძინა, რომელიც გარემოს დაბინძურების გარეშე უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას.
"მწვანეზე იარე და მწვანეთი იარე" - ამ ნაბიჯით უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი ელექტრომობილების გამოყენებისკენ კოლეგა ბიზნესებსაც მოუწოდებს. კომპანიამ სათავო ოფისთან ელექტრომობილების დასამუხტი აპარატი დაამონტაჟა.
ელექტრომობილები შიგაწვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. არ მოიხმარს საწვავს და რაც მთავარია, არ აბინძურებს გარემოს. კომპანია ზრუნავს გარემოზე და შესაბამის ინფრასტრუქტურას სთავაზობს ელექტრომობილის მფლობელ თანამშრომლებს.