
2016 წლის 18-19 მარტს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა "მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია", რომელიც ორგანიზებული იყო "ევროპული სკოლის", "საერთაშორისო ბაკალავრიატის" (IB), "ამერიკული High School"-ის, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის", ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" და "English Book in Georgia"-ს მიერ.
კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი გაეცნო საქართველოსა და აზერბაიჯანის 20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 70 პროექტს. სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა შერჩეული 44 პროექტი მოისმინეს და გამოავლინეს საუკეთესო 16. 19 მარტს გამარჯვებულებს დაწესებული პრიზები ორგანიზატორებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
I ადგილზე გამოვლინდა 2 გამარჯვებული. "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" მიერ დაჯილდოვდა ჰუმაი მამადოვა ("ევროპული სკოლის" IB სექტორი, თბილისი), რომელსაც დიდ ბრიტანეთში ენის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსის საგზური გადაეცა. სხვადასხვა სექციებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა საჩუქრად "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან" ლეპტოპები მიიღეს.