
ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა". "წიგნის მუზეუმმა" ახალი სიცოცხლე უკვე დაიწყო, სადაც ახალ საგამოფენო სივრცეში ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცული უძველესი და უნიკალური წიგნები გამოიფინა. ბიბლიოთეკის ფონდში პროექტს უკვე უწოდეს საუკუნის პროექტი.
პროექტის მხარდამჭერია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი". ჩვენი კომპანია მიესალმება ამ წამოწყებას. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მუდამ გამოთქვამს მზადყოფნას იყოს იქ, სადაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას ეხება საქმე.
კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო - ასე აფასებენ წიგნის მუზეუმს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში გაიხსნა. გახსნას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, იტალიის და პოლონეთის ელჩები დაესწრნენ.
წიგნის მუზეუმში ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენაა წარმოდგენილი, რომელიც 4 ნაწილადაა დაყოფილი.