ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
18ოქტომბერი
შატილში დამწვარ სკოლა-პანსიონს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" და "ევროპული სკოლა" დაეხმარებიან

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი პირველია, ვინც შატილის სკოლა-ინტერნატის დაწვის შემდეგ დახმარების სურვილით გამოდის. "ჯი-აი-ჯი ჯგუფი" სასკოლო ინვენტარს: მერხებს, ავეჯს, დაფებს, კომპიუტერებს, წიგნებს, სახატავებს, სპორტულ ინვენტარს, საყოფაცხოვრებო ნივთებს შეიძენს და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, ამ აქციაში ბავშვები არიან ჩართულნი. "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, დახმარებოდნენ თანატოლებს. საბოლოოდ, გამოვიდა "ბავშვები ბავშვებისათვის".

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია შარშან საახალწლოდ მაღალმთიანი სოფლების რამდენიმე სკოლა-ინტერნატს დაეხმარა. აქციის მონაწილეებად ჩვენივე პარტნიორები ვაქციეთ და კორპორატიული საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხით ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებს ინვენტარი, კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი შევუძინეთ... წელსაც იგივე გვინდოდა. ვეძებდით, ვარჩევდით ახალ მეგობრებს. შატილის სკოლა ინტერნატის დაწვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისთანავე ჩვენი კომპანია და "ევროპული სკოლა" პირველები აღმოვჩნდით, ვინც გამოვხატეთ სურვილი, რომ ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული აქცია, შატილში განხორციელდეს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა, 8 ბავშვი დარჩა სკოლის გარეშე. უკვე ითქვა, რომ სკოლა მალე აღდგება. ჩვენი კი საახალწლოდ ზუსტად ვიცით ვისაც გავახარებთ...

ნახე მეტი