ჯეო ჰოსპიტალსი - მომხმარებლის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ
განახლებული ინფრასტრუქტურა და პაციენტზე მორგებული სერვისი.
13 ნოემბერი, 2025
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ყველა ქალბატონს ულოცავს დედის დღეს! დღესასწაული კომპანიამ მზრუნველობა მოკლებულ და შეჭირვებულ ქალბატონებსაც მიულოცა. დედის დღესთან დაკავშირებით "კათარზისის სახლში" სადღესასწაულო სადილი გამართა, სადაც კომპანიამ ქალბატონებთან ერთად "კათარზისის სახლის" სხვა სტუმრებსაც უმასპინძლა.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დაფინანსებით "კათარზისის სახლში" გამართულ უფასო სადილს 400-მდე მზრუნველობა მოკლებული და შეჭირვებული ადამიანი სტუმრობდა.
GIG ჯგუფი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ტრადიციულად, ყოველწლიურად აფინანსებს "კათარზისის სახლის" სადილებს, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტში.