
დღეს "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" ტელეკომუნიკაციის, ენერგეტიკისა და სამთო-ინჟინერიის ფაკულტეტების 12 წარჩინებული სტუდენტი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (GIEC) მოწვევით გარდაბნის თბოელექტროსადგურში სასწავლო-შემეცნებით პრაქტიკაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია 12-ვე სტუდენტი "ჯი-აი-ჯი” ჯგუფის სტიპენდიანტია.
ამ დარგების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება, მოზიდვა და სამომავლოდ მათი დასაქმება "ჯი-აი-ჯი" ჯგუფის, რომლის შემადგენლობაში შედის GIEC, საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი ეტაპია. სწორედ ამიტომ, დღეს კორპორაცია ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტებს მასპინძლობდა. "ჯი-აი-ჯიმ" სტუდენტებს სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკის კურსი, საზაფხულო სტაჟირება შესთავაზა. სამომავლოდ, კომპანია საუკეთესო სტუდენტებს, რომლებიც არსებულ სპეციალობებს შეარჩევენ, კორპორაციაში დასაქმებას სთავაზობს.
ოცწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას ბიზნესისა და განათლების სფეროების თანამშრომლობის ეს მოდელი ერთ-ერთ საუკეთესო პრეცენდენტად მიაჩნია ახალგაზრდებში განათლების წახალისებისა და სამომავლო დასაქმების თვალსაზრისით.
ტექნიკური სპეციალობების პოპულარიზაცია და ახალი კადრების აღზრდა და მოზიდვა მნიშვნელოვანია, როგორც ამ სპეციალობებისა და ბიზნესისათვის, ასევე, ქვეყნის განვითარებისათვის.