
"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ტრადიციულად, კათარზისის ორგანიზებით გამართულ აქციაში "უფასო ცხელი სადილი" მიიღო მონაწილეობა.
GIG-სგან კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმრებს ცხელი სადილით და სააღდგომო ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. კომპანიამ მიუსაფარ და უმწეო მოხუცებს წელს უკვე მესამეჯერ უმასპინძლა. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" სააღდგომო ნობათი დღეს 400-მდე ხანდაზმულმა მიიღო.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ყოველწლიურად ულოცავს სააღდგომო დღესასწაულს და ასევე, აფინანსებს უფასო სადილს სოციალურად დაუცველი, უმწეო და მიუსაფარი თანამოქალაქეებისთვის სხვადასხვა დღესასწაულის ფარგლებში.