საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია - მასპინძელი ევროპული სკოლა
საგანმანათლებლო ინოვაციები - ამ გამოწვევებს დაეთმო საერთაშორისო კონფერეცია, 5EXLC 2026, რომელსაც 1-3 მაისის ჩათვლით ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა.
4 მაისი, 2026
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", ტრადიციისამებრ, აგრძელებს სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის თანადგომის აქციას. საქველმოქმედო სადილის ფარგლებში, კომპანია GIG კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმრებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდა.
11 მაისს, კომპანიისა და კათარზისის ორგანიზებით გამართულ აქციაში 400-მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლებია, რაც მიუსაფარი და უმწეო მოხუცებისთვის, როგორც დღესასწაულებზე, ასევე წლის განმავლობაში "ცხელი სადილით" მასპინძლობს.