ჯეო ჰოსპიტალსი - მომხმარებლის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ
განახლებული ინფრასტრუქტურა და პაციენტზე მორგებული სერვისი.
13 ნოემბერი, 2025
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’, ტრადიციისამებრ, აგრძელებს სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის თანადგომის აქციას. საშობაო-საქველმოქმედო სადილის ფარგლებში, კომპანია GIG კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმრებს საახალწლო სადილით გაუმასპინძლდა. 7 იანვარს, კომპანიისა და კათარზისის ორგანიზებით გამართულ აქციაში 400-მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა.
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლებია, რაც მიუსაფარი და უმწეო მოხუცებისთვის, როგორც დღესასწაულებზე, ასევე წლის განმავლობაში ,,ცხელი სადილით“ მასპინძლობს.