
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მხარს უჭერს საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების განვითარებას. ამ მიზნით, კომპანია აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით და სოციალურ საწარმოთა ალიანსთან პარტნიორობით გამართულ გამოფენაში. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ღონისძიების ვერცხლის სპონსორი იყო. 3 ნოემბერს საქართველოში პირველად შედგა სოციალური საწარმოების B2B გამოფენა.
ღონისძიების მხარდაჭერის მთავარი მიზანი სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობა და წარმოებული პროდუქციის გაცნობაა.
გამოფენის ფორმატიდან გამომდინარე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათი ინტერესების შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდათ თითეულ სოციალურ საწარმოსთან გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობაზე.