ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
13ივნისი
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა "კავკასიის ბიომრავალფეროვნება" გაიხსნა

ფონდისა და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის მთავარი მიზანი იყო ერთ სივრცეში განთავსებულიყო უძველესი სამეცნიერო კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების სინთეზი. რამაც ახალი, თანამედროვე, მძლავრი საგანმანათლებლო ცენტრი შექმნა. საგამოფენო სივრცე, როგორც დასათვალიერებლად, ასევე სასწავლო პროცესის განხორციელებისთვისაც ხელმისაწვდომია. ამ მიზნით, ადგილზევე შექმნილია სპეციალური კუთხე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. 

 

პროექტის განხორციელება "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა" მეცენატ ოლეგ ჩერეპანოვთან და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" თანაპარტნიორობით განახორციელა. პროექტი მომზადდა საბუნებისმეტყველო მუზეუმის პირველი გამოფენიდან 150 წლის შემდეგ, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული გამოფენის პარტნიორი "National Geographic საქართველო".

ნახე მეტი