ჯიაიჯის გუნდმა 2025 წელი შეაჯამა
ერთი წლის შემდეგ ისევ შევიკრიბეთ, გუნდი წლიურ ანგარიშს გაეცნო.
15 მაისი, 2026
"ჯი-აი-ჯის", საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით, 80 უკრაინელი ბავშვი ბობოყვათში გაემგზავრა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების შედეგად, სხვადასხვა ქალაქიდან იძულებით ჩამოსული მოზარდები, რომლებიც თბილისში დროებით ცხოვრობენ, ორი კვირით ზღვის სანაპიროზე დაისვენებენ.
"ჯი-აი-ჯი" საომარი მოქმედების დაწყების დღიდან აქტიურად უცხადებს თანადგომას მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამჯერად, კომპანიამ პატარა მეგობრები გემრიელი საგზლით და უსაფრთხო ტრანსპორტირებით უზრუნველყო.