ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
23დეკემბერი
ჯიაიჯი, 2025 წლის კალენდარი - "ფიქრებით სამშობლოზე"

ჯიაიჯიმ 100 წლის წინანდელ 365 ამბავს მოუყარა თავი, გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ აშენებედნენ ქვეყანას ჩვენი წინაპრები, როგორ  იბძოდნენ, ფიქრობდნენ, აზროვნებდნენ და შრომობდნენ საქართველოსთვის 100 წლის წინ. ეს იყო, პირდაპირი გაგებით, ბრძოლა ომის და მშვიდობიანობის დროსაც.

 

კალენდარი სამაგიდოა და ყოველი დღე კარგად ნაცნობ და უცნობ ადამიანებსა და ისტორიებს გაგახსენებთ ან გაგაცნობთ. სახელწოდებაც შესაბამისი  შევურჩიეთ: "ფიქრებით სამშობლოზე" და ალბათ, ყველაზე დიდი რამ იქნება, თუკი წლების, ათწლეულების ან საუკუნის შემდეგ, შთამომავლები სწორედ  თქვენი გაკეთებული საჭირო და კარგი საქმით გაგიხსენებენ. 

 

კალენდარი ორენოვანია და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც - ბევრი რამის მთქმელი. ის, რომ ევროპული ღირებულები ყოველთვის ახლოს იყო და  იყო მომენტები, როცა ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი ქვეყანა წინაც უსწრებდა ძველ ევროპას სიახლეებში, ხშირად ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. სწავლის, განვითარების სურვილი ამ ხალხის ფიქრი იყო.

 

ეს პროექტი არ არის ერთჯერადი. ჯიაიჯის გუნდი, რომელიც იდეის ავტორია, ახალ მიმართულებაზე მუშაობს და მომავალი წლისთვის ემზადება. მანამდე  კი ვიფიქროთ სამშობლოზე...

ნახე მეტი