ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
12მარტი
ჯიაიჯის განსაკუთრებული საჩუქარი როგორც სოციალური პასუხისმგებლობა

ჯიაიჯი და "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი" არაერთხელ გამხდარან კარგად დავიწყებული ამბების განახლების ინიციატორები... არც აჭარელი ქალების მივიწყებული საქმიანობის გაცოცხლება გახდა  გამონაკლისი.

 

ერთი შეხედვით, ვითომ სახლის საქმე, ზამთრის გრძელ ღამეებში ცეცხლის პირას ქარგვა, დღეს უკვე კულტურული მემკვიდრეობაა, რაშიც ჯიაიჯიმ და   ფონდმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ეს ხელობა ჩვენი წინაპრებისთვის იმდენად ჩვეულებრივი იყო, რომ საქმედაც არ ითვლებოდა... შემდეგ დავიწყებას მიეცა. მხოლოდ რამდენიმე მოხუცმა ქალბატონმა შეინარჩუნა ეს ცოდნა. ახლებს კი ინტერესი არ ჰქონდათ.

 

გამოჩნდნენ ქარგვის შესწავლით დაინტერესებული პირები, მაგრამ არ იყო რესურსი და საჭირო მასალა, რითაც მუშაობას შეძლებდნენ. მაგრამ იყო ქალბატონების მყარი პოზიცია - ქარგვას ასწვალიდნენ მხოლოდ მათი სოფლის ახალგაზრდა ქალებს, ცოდნა რომ სხვაგან არ გასულიყო. გაჩნდა იდეა, რომ ქარგვის სწავლების კურსები გახსნილიყო. სწორედ აქ ჩაერთო ჯიაიჯი და განათლების ფონდი ფინანსური დახმარებით. სოციალური პასუხმგებლობის ფარგლებში, ფონდმა საახალწლო საჩუქრების დამზადება  სწორედ მაღალმთიანი აჭარის მქარგავ ქალებს მიანდო, რაც მათთვის, მოტივაციასთან ერთად, გახდა იმის საშუალება, რომ ფონდისა და ჯიაიჯის ქართველი და უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორებისათვის გაეცნოთ ფერადი ნაქარგები, ასე მოვიდა ცნობადობაც.

 

დღეს აჭარელი ქალების ნამუშევრები იმდენად პაპულარულია, რომ ცნობილი მოდის სახლებიც დაინტერესდენენ. მოთხოვნა და ინტერესი იმდენად დიდია, რომ მაღალმთიანი აჭარის თითქმის ყველა ოჯახის წარმომადგენელი სწვალობს ამ ხელობას და რაც მთავარია, ახდენს რეალიზებას. დაბრუნდა  ძველი ხელობა, გაჩნდნენ მიმდევრები და რაც მთავრია, მაღალმთიან რეგიონს გაუჩნდა დამატებთი შემოსავლის წყარო.

 

ნახე მეტი