ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
27თებერვალი
სტიქია და ბიზნესის თანადგომა

დიდთოვლობა გურიაში ჯიაიჯისთვისაც გამოწვევა იყო. რეგიონში შვილობილი კომპანიით, GIEC-ით, ვართ წარმოდგენილი. ბჟუჟა ჰესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შესაბამისად, გუნდი პასუხიმგებლობას გძრნობდა რეგიონის და განსაკუთრებით, ჰესის მიმდებარე სოფლების თანამშრომლების მიმართ.   

 

რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა GIEC-ის მიერ სოფლის გზების  სპეც-ტექნიკით გაწმენდა. გურიას რამდენიმე ასეული ლიტრი საწვავი გადაეცა. ჯიაიჯის შვილობილი კომპანიის, GIEC-ის, ჰიდროდეპარტამენტის  თანამშრომლები და ხელმძღვანელები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი გომის, შემოქმედის, ბაილეთის სოფლებში პროდუქტების დარიგებით; 30-ზე მეტ ოჯახს დაეხმარნენ - მოხუცებულებს, მარტოხელებსა და მრავალშვილიან  ოჯახებს დაურიგდათ GIEC-ის ნობათი: წამლები, პური, წყალი, საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები.

 

"ჩემს მეზობლად მარტოხელა ცხოვრობს, იქ მიდით... მე მარტო ვარ, მივხედავ თავს... გვერდით მრავალშვილიანი ოჯახია, იმათ დაეხმარეთ... ჩემი მეზობელი ავადაა და იმას უფრო სჭირდებით." - ამბობდნენ გურულები, რომლებიც თავად საჭიროებდნენ დახმარებას.

 

რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მთლიანად მოწყევტილი იყო და მხოლოდ დრონის საშუალებით მოხერხდა პროდუქტების მიტანა. კომპანია   ფინანსურად დაეხმარა დიდთოვლობის დროს გარდაცვლილის ოჯახსაც.

 

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC ჯიაიჯის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად ჯიაიჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნეს ერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას. დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს. ჯიაიჯის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

 

 

ნახე მეტი