
სსეკ უმნიშვნელოვანესი კერძო ენერგომომწოდებელია საქართველოში. კომპანია ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში და ისწრაფვის ახალი ბაზრების ასათვისებლად. სსეკ-ის შეძენის შემდეგ, ჯი-აი-ჯი ჰოლდინგმა დაიწყო კომპანიის ღირებულების გაუმჯობესება გამოცდილი მენეჯმენტისა და სწორად შერჩეული განვითარების სტრატეგიების მეშვეობით. ჯი-აი-ჯი-ს მართვის ქვეშ კორპორაციას აქვს ამბიციური სტრატეგია მოახდინოს მისი წამყვანი პოზიციის კონსოლიდაცია კავკასიის რეგიონის ენერგოსექტორში.
ელექტროენერგიის ინდუსტრიის არსებული დინამიკიდან გამომდინარე, კომპანიას სწამს, რომ დაგეგმილი და განხორციელებული მოდერნიზაციის პროგრამები შემოსავლების სტაბილურ ზრდაში აისახება. ამ პროგრამების მიზანია არსებული სადგურების გაუმჯობესება, ასევე ელექტროენერგიის გამომუშავების სიმძლავრის გაზრდა ახალი აქტივების შეძენის შედეგად. ჯი-აი-ჯი-ს ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთვის იხილეთ მიმდინარე პროექტები
მოქმედი ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 362 მეგავატს, სადაც ჰიდროელექტროსადგურების წილი 49 მეგავატია, ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების – 300 მეგავატი, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის კი 13.2 მეგავატი.