
ჰოლდინგი დიდ ყურადღებას უთმობს კორპორატიული მართვის ყველა საკითხს. ჩვენი მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც უფრო გამჭვირვალეს გახდის კორპორატიულ მართვას. ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს მისწრაფება წარმოდგენილია კონკრეტული ინიციატივების სახით, რომლებიც მოიცავს პოლიტიკის, პროცედურების და სახელმძღვანელო მითითებების სრულ კომპლექტს.
ჰოლდინგის სტრუქტურა მორგებულია ჩვენი საქმიანობის შესაბამის პროცედურებზე და ითვალისწინებს სამართლებრივ და საბაზრო რეგულაციებს. ჩვენი ძალისხმევა, შემოვიღოთ თანამედროვე კორპორატიული მართვის მოდელი, გულისხმობს საკანონმდებლო და თვითრეგულირებადი განაწილების იმ კომბინაციას, სადაც გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, სამართლიანობის და პასუხისმგებლობის უნივერსალური პრინციპები დაცულია.
დირექტორთა საბჭო განიხილავს ჰოლდინგის მუშაობის შედეგებს, ასევე ამუშავებს სტრატეგიებს და ინიციატივებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჯგუფის ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში.
დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შედის 6 წევრი.
მიზნები: კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს დირექტორთა საბჭოს კორპორატიული მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვაში საერთაშორისო ნორმებისა და ქვეყანაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
პასუხისმგებლობები: კომიტეტი განიხილავს კორპორატიული მართვის საკითხებს და რეკომენდაციებს წარუდგენს დირექტორთა საბჭოს, ავითარებს არსებულ პოლიტიკას და პროცედურებს. დინამიურ გარემოსთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კორპორატიული მართვის პროცესები სულ მცირე ორჯერ უნდა იქნას განხილული წლის მანძილზე.