
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, როგორც მსხვილი დამსაქმებელი 4000-მდე თანამშრომლით და როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს კომპანია - კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან მიღებული 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლებით ბიზნესია. კომპანია ფართოვდება არა მხოლოდ ბაზარზე არსებული კომპანიების შესყიდვების ხარჯზე, არამედ მუდმივად აფართოებს საკუთარი კომპანიების შესაძლებლობებსაც როგორიც არის: ახალი თაობის ობიექტების მშენებლობები, ჰიდროელექტროსადგურები. კომპანიის სტაბილური განვითარების ნაწილია მზარდი წილი ელექტრო ენერგიით ვაჭრობაში. ჩვენ შევძელით მოგვემზადებინა ნიადაგი დადგმული ელექტროენერგიის წარმოების მოცულობას 1000 მგვტ და უფრო მაღალი მაჩვენებლისთვის მიეღწია; ასევე, მომდევნო 3–4 წლის განმავლობაში ქართული ელექტროენერგიის წარმოებაში ბაზრის წილი გაზრდილიყო 25%-დან 30%–მდე.
GIG ფლობს დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფოლიოს, სადაც მკაფიო აქცენტი კეთდება საქართველოს ენერგო სექტორზე, მათ შორის:
- ელექტროენერგიის წარმოება და ვაჭრობა: ჯგუფი ფლობს და ამუშავებს თბოელექტროსადგურებსა და ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა მთლიანი დადგმული სიმძლავრე 662 მგვტ–ს შეადგენს; თანამედროვე CFB წვის ტექნოლოგიით აღჭურვილი 300 მეგავატი სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური ამჟამად რეკონსტრუქციის პროცესშია. გარდა ამისა ჯგუფი ფლობს 70 მეგავატი სიმძლავრის რამდენიმე ჰიდრო სადგურსა და ქარის ენერგიაზე მომუშავე ობიექტს, რომლებიც დაგეგმვისა და მშენებლობის ეტაპზე იმყოფება. ზოგადად, „ჯი-აი-ჯი“ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების კუთხით საბაზრო წილის 20%ფლობს. „ჯი-აი-ჯი“ და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოში უმსხვილეს ენერგო მოვაჭრეებს წარმოადგენენ ექსპორტის/იმპორტის, ტრანზიტის და მეზობელ ქვეყნებთან საქონელ–გაცვლითი ოპერირების სფეროში.
- CNG(შეკუმშული ბუნებრივი აირი) საწვავითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა: კომპანია „NEOGAS“ ბრენდის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით CNG ავტოგასამართი სადგურების მსხვილ ქსელს ფლობს და ამუშავებს. ამასთან, GIG ჩართულია საქართველოში რეგიონული გაზით რეალიზაციასა და საბითუმო ვაჭრობაში. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები არსებულ ნახშირის საბადოებში ჭარბი ნახშირის ფენების მეთანის პოტენციალის შესწავლისა და კომერციალიზაციის მიზნით.
- GIG ჩართულია კომერციული უძრავი ქონების, სამშენებლო მასალების, სასმელებისა და ლითონის ნაწარმის ბიზნესში.
GIG–ის უდიდეს შვილობილ და სუბსიდიარ კომპანიებს წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სსეკ), შპს „მტკვარი ენერჯი“ , შპს „ტიფლისი სითი“ შპს „გლობალტრანსი“.
GIG-თვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პროფესიონალების დასაქმება და მოზიდვა, რომლებიც სწრაფი ქმედებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარით ხასიათდებიან და ყოველდღიურად ბიზნეს შესაძლებლობების განსაზღვრისა და სწორი პრიორიტეტების დადგენის გზით განსხვავებულ კონკურენტულ შედეგებს აჩვენებენ. რაც წარმატებული და გრძელვადიანი განვითარების საფუძველს ქმნის. ჯგუფმა ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია გაიარა, შედეგად, ყოველი თანამშრომლისთვის ზუსტად არის განსაზღვრული კომპანიის სრტუქტურა, მათი ფუნქციები და როლები.
GIG–ის სტრატეგია მიზნად ისახავს საბაზრო წილის გაზრდას ენერგეტიკის სექტორში (დენი, გაზის და ენერგიის განახლებადი წყაროები) ,რასაც თან ახლავს ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესება.
GIG მოქმედებს ღია პრინციპების დაცვით, შესაბამისად, მის უდიდეს შვილობილ კომპანიებს ყოველწლიურად უტარდებათ აუდიტი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ისეთი ფირმების მიერ, როგორიცაა Deloitte & Touche, Ernst &Young ან BDO.
GIG წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფს, რომელიც მუდმივად არის ინიციატორი და მხარდამჭერი სოციალური, კულტურული და რეგიონული პროქტების განხორციელებისა.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" და საქართველოში "ამერიკის სავაჭრო პალატის" წევრი.
„ჯი-აი-ჯი“-ს ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთვის იხილეთ მიმდინარე პროექტები
2017 - კონსოლიდირებული ფინანსური ინფორმაცია (ქართ)
2017 - კონსოლიდირებული ფინანსური ინფორმაცია (ინგ)