English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“


    „საქართველოს  ინდუსტრიულმა ჯგუფმა“  სან დიეგოს  უნივერსიტეტის (SDSU)  კურსადამთავრებულებს უმასპინძლა. GIG-ი ჯგუფმა  რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა  მემორანდუმს,  რომლის თანახმადაც ბიზნესი, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,  განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდების ფინანსური მხარდამჭერი გახდა.  ჯგუფმა კომპიუტერული მეცნიერებისა, კომპიუტერული ინჟინერიის და ქიმიის დარგებში საბაკალავრო 4 წლიანი პროგრამა სრულად დაუფინანსა 3 სტუდენტს.

     წელს სან დიეგოს  საერთაშორისო  აკრედიტირებული საბაკალავრო  პროგრამა ანი  გვერწითელის შემდეგ  კიდევ ორმა-  მარიამ  ბიკაშვილმა და მინდია  გეგელიამ   დაამთავრა.   კურსდამთავრებულებმა დონორებს სამომავლო გეგმები გააცნეს: სად აპირებდნენ სწავლის გაგრძელებას და მუშაობის დაწყებას.უნდა  აღინიშნოს რომ  GIG –ის პირველი  სტიპენდიანტი  „ევროპული სკოლის“  მედალოსანი  ანი გვერწითელი  იყო.   რომელმაც  კომპიუტერული მეცნიერებების კურსი  წარმატებით დაასრულა  და დასაქმდა     

    __________________

    31.03 18  „ევროპულ სკოლაში“ მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საქართველოში სან დიეგოს შტატის (SDSU) შეთანხმების და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შეთანხმების შესაბამისად, GIG გამოყოფს ოთხწლიან სრულ სტიპენდიას ევროპული სკოლის იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც წარმატებით ჩაირიცხებიან სან დიეგოს საერთაშორისო აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე. 

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, დოქტორ კენ უოლშმა და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბ-ნმა ზურაბ გელენიძემ. ევროპულ სკოლაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბ-ნი დავით ბეჟუაშვილი და ,,MILLENNIUM CHALLENGE CORPORATION“ (საქართველო) საქართველოს ოფისის გენერალური დირექტორი, ბ-ნი ჯენერ ედელსონი.  

     

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი