English |

ჩვენს გუნდს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ლაშა მიქავა დაუბრუნდა.
ის სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო სექტორში, საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებსა და საჯარო სამსახურებში. 2018-2019 წლებში ლაშა მიქავა იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
მან განათლება ვაშინგტონის უნივერსიტეტის (სეინტ ლუისი),ოლინის ბიზნეს სკოლაში მიიღო (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი(MBA). იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის სახელობის პროგრამის სრული სტიპენდიანტი. 2015 წელს კი ჰარვარდის ბიზნეს სკოლა -უმაღლესი მართვის პროგრამა(APM) დაასრულა.
ლაშა მიქავა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურ დირექტორად 2022 წლის 7 ივნისს დაინიშნა.