English |

,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ტრადიციულად, უერთდება მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას. კომპანიის გუნდმა მსოფლიო საქველმოქმედო კამპანიის - „Wings For Life”ის ფარგლებში გამართულ რბენაში მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგი აჩვენეს ჩვენმა კოლეგებმა - ბესიკ ციმაკურიძემ და ზურაბ ცოცხალაშვილმა, რომლებმაც 10 კმ დაფარეს. „Wings For Life”ში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისა და მკურნალობისათვის შექმნილ ფონდში კომპანიის მხრიდან საკუთარი წვლილის შეტანაა.
მსოფლიო რბენის ბენეფიციართა მხრიდან რეგისტარციისას შესული თანხა 100 % საქველმოქმედო ფონდში ირიცხებ. ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, როგორც მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობის კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას მსგავს მნიშვნელოვან აქტივობებში.