
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტებში. კომპანია განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცების, სხვადასხვა საომარ მოქმედებაში, მათ შორის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების გვერდში დგომასა და ზრუნვას . კომპანია არაერთი პროექტის მონაწილე და ღირსეული პარტნიორია. 2018 წელს ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, მორიგი პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“-ს პარტნიორი გახდა , რომელშიც, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში 300-ზე მეტმა შშმ პირმა მიიღო მონაწილეობა. ძირითადი აქტივობები ბორჯომის ხეობაში, სოფ. ჩითახევში პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში განხორციელდა.,, საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფის “ მიერ ბანაკის ტერიტორია სრულად ადაპტირებული გახდა. კერძოდ, მხარდამჭერის დაფინანსებით 70 მეტრიანი ხიდის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია მოხდა და ხიდზე დამონტაჟდა ლიფტი, რომლის საშუალებითაც ეტლით მოსარგებლე პირებს თავისუფლად და დამოუკიდებლად შეუძლიათ ბანაკის ტერიტორიაზე გადაადგილება. ამ თანამშრომლობის შედეგად , პროექტს მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა .საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთმანეთს პეინტბოლის, ბილიარდის, მშვილდოსნობის, ზიპლაინის, კულინარიული დუელის, მაგიდის ჩოგბურთის, მიზანში სროლის, ჯომარდობის, პარაპლანით ფრენის, ეტლებით ცეკვის მინიფესტივალში გაეჯიბრნენ. პროექტს აქვს განსაკუთრებული მიმართულება, მასში მონაწილეობას 2017 წლიდან მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საომარ მოქმედებაში, მათ შორის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები. წელს კი აქტივობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭრილი პოლიციელებიც ჩაერთნენ.