
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გამართული პროექტის - „ბიზნეს ასოციაცია განათლებისთვის“ ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა.
დისკუსიის „საქართველოს ენერგოუსაფრთხოების რეცეპტის ძიებაში“ ლევან ვეფხვაძემ დარგის ექსპერტებს მიწვეულ და დამსწრე საზოგადოებას ენერგოუსაფრთხოების მთავარ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე საკუთარი ხედვები გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში ეენერგოუსაფრთხოების მთავარი გამოწვევების გარდა , მოწვეულმა ექსპერტებმა სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ენერგეტიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ასოციაცია მომავალშიც გეგმავს, სისტემატიურად ჩაატაროს შეხვედრები მსგავსი ფორმატით სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.