
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" სააღდგომო საჩუქარი კათარზის
"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, ტრადიციულად კათარზისის ორგანიზებით გამართულ აქციაში: "უფასო ცხელი სადილი" მიიღო მონაწილეობა.
GIG-ისგან კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმარებს ცხელი სადილით და სააღდგომო ტკბილეულით გაუმასპინძლნენ. კომპანიამ მიუსაფარ და უმწეო მოხუცებს წელს უკვე მესამეჯერ უმასპინძლა. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" სააღდგომო ნობათი დღეს 400-მდე ხანდაზმულს შეხვდა.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ყოველწლიურად ულოცავს სააღდგომო დღესასწაულს და ასევე აფინანსებს უფასო სადილს სოციალურად დაუცველი, უმწეო და მიუსაფარი თანამოქალაქეებისთვის სხვადასხვა დღესასწაულის ფარგლებში.