
საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია დაფუძნდა. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა ლევან ვეფხვაძეასოციაციის მიზნებია განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პოპულარიზაცია, ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება, კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი ელექტროენერგიის ბაზრის შემუშავების ხელშეწყობა, დარგის განვითარების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება. ,, კომპანიებს გვაქვს ბევრი საერთო პრობლემა და მის ს გადასაჭრელად ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. მეორე მხარეს დგას ხელისუფლება , რომელთანაც ჩვენ უნდა ვიყოთ არა ოპონირების და კონკურენციის რეჯიმში არამედ დიალოგისა და თანამშრომლობის ფარგლებში და ამ ფორმით ვთავაზობთ გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ ,განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის ქვექანაში კარგი წინაპირობა იქმნება როცა, ბიზნესი და ხელისუფლება ქმნის საერთო პლათფორმას. ‘’ -განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. ასოციაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ენერგოსექტორში დიდი რეფორმებია გასატარებელი და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.
https://www.youtube.com/watch?v=MLcJfnslQs8