
ტყიბულში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის ბავშვებისთვის კომპანია „საქნახშირმა“ ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილების სწავლება დააფინანსა.
უცხო ენის გაკვეთილები 13-14 წლის ასაკის ოცამდე მოზარდისთვის კვირაში 2-ჯერ ტარდება. პროექტისთვის ტყიბულში საუკეთესო პედაგოგი შეირჩა. სწავლება უახლესი პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს.
სასწავლო პროექტი ბავშვებისთვის „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ინიციატივითა და დაფინანსებით ხორციელდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ," საქნახშირმა" შიდა კვლევა ჩაატარა ტყიბულში იმ მიზნით რომ დახმარებოდა შეჭირვებულ ოჯახებს , მთავარი აქცენტი ბავშვებზე იყო, მიმართულება კი განათლება იყო. კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ უმეტესეობას ინგლისურის შესწავლა სურდა , მაგრამ საშუალება არ ქონდათ.
,,უკვე ერთ თვეზე მეტია 20-მდე , 13-14 წლის მოსწავლე კომპანია "საქნახშირის" მიერ დაფინანსებულ ინგლისურის შემსწავლელ გაკვეთილებზე დადის.კვირაში ორჯერ ქალაქის საუკეთესო მასაწვლებელთან იმას სწავლობენ რის დანაკლისსაც გრძნობენ და თვლიან რომ ძალიან ჭირდებათ.“-განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.