English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” საქართველოში უმაღლეს ამერიკულ განათლებას აფინანსებს


    ”ევროპული სკოლის” ოქროს მედალოსან კურსდამთავრებულ ანი გვერდწითელს 4 წლიან საბაკალავრო პროგრამას”სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტში-საქართველოში” ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” სრულად დაუფინანსებს. წარჩინებული მოსწავლის დაჯილდოება, შეხვედრა ”სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანთან საქართველოში” დოქტორ კენ უოლშთან და უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების წარდგენა ”ევროპულ სკოლაში” გაიმართა.

    ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს განათლების ყველაზე აქტუალური - STEM მიმართულება, რომელიც გულისხმობს განათლების მიღებას მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგებში. საქართველოში მის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისე კერძო ორგანიზაციები. სწორედ ამ მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად მემორანდუმი, რომელიც ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა” და ”სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტს-საქართველოს” შორის გაფორმდა და რომლის ფარგლებშიც ევროპული სკოლის კურსდამთავრებულ ანი გვერდწითელს 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამა სრულად დაუფინანსდება.

     

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი