English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია „ევროპულ სკოლაში“ და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ რჩეული პროექტი


         21-22 აპრილს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა ”მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა მოსწავლემ  საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქიდან.  გამოვლინდა  მეორე ტურში გადასული 14 მონაწილე. 22 აპრილს ჩატარებულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა მრავალფეროვანი პროექტები სოციალური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ლიტერატურისა თუ ხელოვნების მიმართულებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი გამომგონებლები, დიზაინერები, ბიზნეს პროექტების, სცენარის, ფილმების, ნოველების ავტორები, რეჟისორები თუ მკვლევარები.

       ორი დღის  განმავლობაში  მოსწავლეები ერთმანეთს გამოცდილებას , ცოდნას  უზიარებდნენ,  მეგობრულ ატმოსფეროში  ხდებოდა ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება, ინტელექტუალური თუ სპორტული თამაშობები, რამაც უფრო დაახლოვა თანატოლები.

       დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. პრიზიორებს კი-კონფერენციის სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები:

     „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ რჩეული  თბილისის  64-ე საჯარო სკოლის მოსწავლე  ტიგრან თრჩუნიანი გახდა. მან   კონფერენციაზე  თავისი ინოვაციური გამოგონებები წარმოადგინა,GIG ჯგუფისგან  გამარჯვებულმა   ლეპტოპი მიიღო.

        საკუთარი  რჩეული დააჯილდოვა   „დავით ბეჟუაშილის  განათლების ფონდმაც“. ენის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსი დიდ ბრიტანეთში  გადეცა "New School"-ის მოსწავლეს ანა ჯიშკარიანს, რომელმაც  კონფერენციაზე  ტურიზმის  სფეროში  საკუთარი ახალი ტიპის  სასტუმროს  ბიზნეს პროექტი წარმოადგინა.

        „საქართველოს ინდუსტრიული  ჯგუფი“  მიესალმება   და მხარს უჭერს  ყველა  იმ წამოწყებას რომელიც  ახალ ურთიერთობებს,    საგანმათლებლო პროექტებსა და  ახალგაზდებისათვის    მოტივაციის  ამაღლებას  ითვალისწინებს.

      

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი