English |

,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’ ტრადიციულად მარიამობის დღესასწაულს თავის უხუცეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. ასოციაცია ,,კათარზისში’’, რომელიც ერთადერთი სოციალური დახმარების კომპლექსია ,,ჯი-აი-ჯიმ’’ ბენეფიციარებისთვის 2 დღიანი ,,სამადლო სადილი ’’გამართა.
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’ ,როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია , წლებია რაც საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,კათარზისთან „ თანამშრომლობს . ბენეფიციარებისთვის და მიუსაფარი მოხუცებისთვის წლის განმავლობაში და სხვადასხვა დღესასწაულების ფარგლებში ,,სამადლო სადილებს’’ მართავს.