English |

ამაწლის 23 თებერვალს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელობა საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში, სადაც შეხვდნენ ჩალიკ გრუპისა და ანადოლუ ჰოლდინგის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს. საქმიანი შეხვედრები გაიმართა როგორც ენერგეტიკის თემასთან ასევე სხვა მიმართულებებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შეხვედრის შედეგად უახლოეს მომავალში მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ და დაიწყებენ კონკრეტულ პროექტებზე პარტნიორობას.