
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი #ბორჯომისთვის
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი / Join GIG Life , როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც მწვანე აქტივობებით გამოირჩევა საახალწლოდ მორიგ აქციაში ერთვება . ,,ჯი-აი-ჯი“ მწვანე აქტივობებს ამჯერადაც თრიფექსთან ერთად აგრძელებს და ასეულობით ახალი ნერგი, ბორჯომის ტყის საფარის აღდგენისთვის შეიძინა. ჩვენ , თქვენთან ერთად ვქმნით ჯანსაღ მომავალს და ერთად ვზრუნავთ გარემოზე. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი თრიფექსის პარტნიორი კომპანია ,რომელსაც ამ აქციის მხარდაჭერის მიზნით ასეულობით ენდემური ჯიშის ნერგი აქვს შეძენილი.კომპანიის სტრაგედიიდან გამომდინარე ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიაში მონაწილეობას კვლავაც გააგრძელებს
https://www.facebook.com/treepexgeorgia/videos/270531566810941/?hc_ref=ARSB0wdShP8FEnf-J_Pc4zBPZP-qk58-4txtgZiKUMuLQy4S3kJwHMrQdXNwGlIZFi8&fref=nf
GIG მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციას იწყებს
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციას იწყებს.კომპანიამ პირველი კორპორაციული ელექტრომობილი შეიძინა, რომელიც გარემოს დაბინძურების გარეშე უზრუნველყოფსკომფორტულ გადაადგილას."მწვანეზე იარე და მწვანეთი იარე" - ამ ნაბიჯით უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი ელექტრომობილების გამოყენებისკენ კოლეგა ბიზნესებსაც მოუწოდებს.კომპანიამ სათაო ოფისთან ელექტრომობილების დასამუხტი აპარატი დაამონტაჟა. ელექტრომობილები შიგაწვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. არ მოიხმარს საწვავს და რაც მთავარია არ აბინძურებს გარემოს. კომპანია ზრუნავს გარემოზე და შესაბამის ინფრასტრუქტურას სთავაზობს ელექტრომობილის მფლობელ თანმშრომლებს".
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ და CENN-ის ინიციატივით ტყიბულის ეკოგუნდებს ლეპტოპები გადაეცათ
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში მწვანე აქტივობებისა და ეკოპროექტების განხორციელებაში. საქნახშირი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან( კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი)თანამშრომლობის ფარგლებში , არაერთი კონკურსის პარტნიორია. კომპანი ტყიბულის სკოლის მოსწავლეებისა და მათ მიერ შექმნილი ეკოჯგუფების გააქტიურებისა და განვითარების მიზნით , ნიკო კეცხოველის სახელობის მასშტაბურ სასკოლო კონკურსში ჩაერთო. საქნახშირი ჯი-აი-ჯის დაწესებული საპრიზო საჩუქრები კონკურსის ნახევარფილასიტებმა მიიღეს.
ტყიბულის პირველი და მეექვსე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს ,, საქნახშირის“ წარმომადგენელმა ლეპტოპები გადასცა.
„ნეოგაზის“ განახლებული ეკო სადგური ზესტაფონში
ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში „ნეოგაზის“ განახლებული ეკო სადგური გაიხსნა. სადგური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით დანერგილია ახალი მექანიზმები. სადგურზე სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები და უმაღლესი სტანდარტები. „ნეოგაზმა“ ამ ეტაპზე ზესტაფონში ოცამდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა.“ნეოგაზი” მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს თავაზობს. მოეწყობა ელქტრო დამტენები, ამოქმედდება ვულკანიზაციია და ავტოსამრეცხაო.
კომპანიამ აქციის ფარგლებში „გაგაზე ზღვაზე“ „ნეოგაზის“ მომხმარებელს საჩუქარები დაურიგა: წყალი, რუკა, ბრენდირებული მანქანის მზისგან დამცავი და ჩანთა და ეკო საჩუქრები- ეკო ფანქარი-ფიჭვის თესლებით, რითაც შეგიძლიათ დარგონ ერთი ძირი ხე. „ ნეოგაზი“ ზესტაფონშიც აგრძელებს აქციას „ მწვანე ჩვენი არჩევანია !“ რომლის ფარგლებშიც სხვა ეკო სადგურების მსგავსად, ზესტაფონის განახლებული სადგურიც გამწვანდება: მწვანე საფარი და ნარგავები. „მწვანე ჩვენი არჩევანია“ კონცეფციის მიხედვით.
„ნეოგაზის“ გაზგასამართ სადგურზე ელექრომობილებისთვის უფასო ელექტროსატენი დამონტაჟდა
„ნეოგაზი“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია , რომლის ერთერთი მთავარი მიმართულებაა იზრუნოს უსაფრთხო გარემოზე , კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაუწყო. კომპანიის გადაწყვეტილებით ზესტაფონის გაზგასამართზე(სოფელ არგვეთასთან) ელექტრომობილებისთვის უფასო ელექტროსატენი დაამონტაჟა.მომსახურების სერვისი, ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასოა.
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულმა კომპანია “მტკვარი ენერჯიმ” გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანია “მტკვარი ენერჯიმ” გამწვანების აქციის ფარგლებში 100 კიპარისი, 35კაპალტა და 50 ალვის ხე დარგო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ “მტკვარი ენერჯიდან” აცნობეს, განაშენიანება კომპანიის კუთვნილ საწარმო ტერიტორიაზე მოხდა. აქციაში „მტკვარი ენერგის“ მთელი გუნდი იყო ჩართული.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მწვანე აქციის “დატოვე შენი მწვანე კვალი“ ფარგლებში რამდენიმე წელია, წლის სხვადასხვა სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების საწარმო ტერიტორიაზე, სხვადასხვა ჯიშის ნერგებს რგავს.
აღასანიშნავია, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ბორჯომის ტყის აღდგენის აქციაშიც. კომპანიამ რამდენიმე ასეული ძირი ნაძვი უკვე დარგო ბორჯომში და სამომავლოდაც გეგმავს აქტიურობას.
მწვანეზე იარე და მწვანეთი იარე GIg -ის ელექტრო მანქანა თბილისის ქუჩებში გამონაბოლქვის გარეშე ივლის, არ დააბინძურებს ქალაქს და არ დაგვახრჩობს. საქმიანად მოივლის უამრავ ადგილს, ღამით მოვა დაიტენება ყველაზე სუფთა -ეკოლოგიური "საწვავით" და დილით ისევ შეუდგება საქმეს. აბა წარმოიდგნეთ და თუ გინდათ დათვლეთ კიდეც, რამდენად თავისუფლად ისუნთქებს ჩვენი ქალაქი თუკი კომპანიები ელექტრომანქანებზე გადავლენ ? ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისთვის We go green.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში ჩაერთვება
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ყველა შვილობილ კომპანიასთან ერთად, ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში ჩაერთვება.
,,თითოეული ჩვენგანი ვუერთდებით გამოწვევას საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ბორჯომის ტყე იქნება ისეთივე ლამაზი, შრიალა და საამაყო, ვიდრე იყო და ამას ყველანი, მე, შენ, ის - ჩვენ ერთად გავაკეთებთ“.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლებმა პირველ ჯერზე 2008 წელს ოკუპანტის მიერ გადამწვარ ტყის ტერიტორიაზე 500 ძირი ხე დარგეს. კომპანიის გადაწყვეტილებით აქციაში მონაწილეობა ყოველ სეზონზე 500 ახალი ნერგის შემატებას ითვალისწინებს.
ნეოგაზი ირჩევს მწვანეს
29 ივნისს სადგურებზე მოსულ მომხმარებლებს გადაეცათ სხვადასხვა საჩუქრები, მათ შორის ეკო ფანქარიც, რომელშიც მოთავსებულია ფიჭვის თესლები, რითიც თითოეულ მათგანს შეეძლება სიმბოლურად დარგოს ერთი ძირი ხე და გაამწვანოს გარემო. სადგურების გამწვანების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მომხმარებელს ექნება საშუალება ეწვიოს "ნეოგაზის" განახლებულ, კომფორტულ ეკო სადგურებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომაზეც, ნეოგაზი თავის მომხმარებელს სთავაზობს სასიამოვნო აქციებს და განსაკუთრებულ საჩუქრებს.
"ნეოგაზი" aghadgine.ge-ს აქვიაში ჩაერთო
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია "ნეოგაზი" შეუერთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას „აღადგინე ბორჯომის ტყე“, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე მოხდა 500 ნერგის შეძენა.კომპანია "ნეოგაზის" წარმომადგენლებმა 27 მაისს ბორჯომში, aghadgine.ge-ს ეგიდით, ჩატარებულ ინფოტურში მიიღეს მონაწილეობა და ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. პირადად დაათვალიერეს და შეარჩიეს ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღსადგენი მონაკვეთი. სექტემბერში კი დარგვით პროცესს შეურთდებიან.
"დატოვე შენი მწვანე კვალი"
'საქნახშირი ჯი-აი-ჯის" მწვანე აქცია ტყიბულშია, 24 ოქტომბერს "ტყიბულის თესის" ტერიტორიაზე 50 ძირი კიპარისი დავრგეთ. მიმდინარე წლის განმავლობაში 250 ნერგი გავახარეთ ტყიბულში. კომპანიისთვის ქალაქის სხვადასხვა უბნის გამწვანების აქციები უკვე ტრადიციაა.
"დატოვე შენი მწვანე კვალი"
კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯიმ" გამწვანების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ტყიბულელმა მეშახტეებმა თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კიდევ 50 ძირი კიპარისი დარგეს, ამით ჩვენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებს ვუერთდებით. ჩვენ ვაგრძელებთ მწვანე აქციას" დატოვე შენი მწვანე კვალი".
1 ივნისი " საქნახშირმა" მწვანე აქციით აღნიშნა
ტყიბულის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბოელექტროსადგურისა და საქნახშირი ჯი- აი- ჯი ჯგუფის თანამშრომლებმა 50- ზე მეტი კიპარისი დარგეს. საქნახშირი განაგრძობს აქციას " დატოვე შენი მწვანე კვალი" . ტყიბულში მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილია მწვანე აქციები.
"დატოვე შენი მწვანე კვალი"
ჩვენ ვაგრძელებთ ეკო აქციას "დატოვე შენი მწვანე კვალი". ეს საქართველოს ინდუსტრიული " ჯგუფის საკანცელარიო ნივთებია. მეორადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები: სამუშაო დღიური, კალამი, მეხსიერების ბარათი და ტილოს ჩანთა.
" ჯი-აი-ჯი " და ჰოლდინგში შემავალი კომპანიები მიიჩნევენ რომ ეს ჩვენი მოკრძალებული წვლილია გარემოს დასახმარებლად გაღებული. თუ კი თითოეული კომპანია დღის ბოლოს გახარჯული ქაღალდის რაოდენობას დათვლის აღმოაჩენს, რომ დღეში რამდენიმე ძირი ხის გადარჩენას შეძლებს. ცნობილია, რომ 1 ტონა მაკულატურა 17 გადარჩენილი ხის ტოლფასია. "დატოვე შენი მწვანე კვალი"
"დატოვე შენი მწვანე კვალი"
"მწვანე ყუთები" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ოფისში. ჩვენი მწვანე აქციის "დატოვე შენი მწვანე კვალი" გაგრძელება. 1 ტონა ქაღალდის გადამუშავება გადაარჩენს 17 ხეს. ჩვენ ამაზე უკვე ვზრუნავთ, ყოველღდიურად თითოეულ ოფისში უამრავი ქაღალდი იხარჯება და იყრება, მოვაგროვოთ და ყოველდღიურად გადავარჩინოთ თუნდაც თითო ძირი ხე. "დატოვე შენი მწვანე კვალი"
"დატოვე შენი მწვანე კვალი"
„ დატოვე შენი მწვანე კვალი“,ეკო გაკვეთილი ღია ცის ქვეშ და სასარგებლო ინფორმაცია
- კომპანია „საქნახშირის“ მორიგი ეკო აქცია ტყიბულში. ჯი-აი-ჯი ჯგუფმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებულ აქცია „მწვანე თვის“ ფარგლებში ივნისის თვეში ,ტყიბულში რიგით მეხუთე აქცია გამართა .
როგორ გამოვიყენეოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და როგორ მივცეთ მას ახალი ფუნქცია- ამ თემის პრაქტიკულ შესრულებას ორმოცდაათამდე ბაღის აღსაზრდელი პედაგოგებთან ერთად გაეცნო. პლასტმასის ერთჯერადი, ჭიქები, ჩანგლები, კოვზები თეფშები, გამოყენებული პლასტმასის ბოთლები , საწრუპავები, ჩხირები- ბავშვებმა ამ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ახალი ნივთები- ფოტო ჩარჩოები და სათამაშოები საკუთარი ხელით დაამზადეს.
პატარებმა ისწავლეს როგორ აქციონ ნარჩენები სასარგებლო ნივთებად, როგორ დაალაგონ და მოუარონ გარემოს. ბავშვებმა კომპანიისგან საჩუქრებიც მიიღეს, ნაყინი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის პარტნიორი არასამთვრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ მიერ მომზადებული წიგნი- როგორ გარდავქმნათ ორგანული ნარჩენი ღირებულ პროდუქტად.
მწვანე თვე
საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გარემოსა და და ბუნებრივი რესურსების ინიციატივის ,,მწვანე თვის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის ეკოლოგიურ პროექტებსა და აქციებში აგრძელებს მონაწილეობას.
ტყიბულელი მეშახტეების ინიციატივით მორიგი მწვანე აქცია განხორციელდა. ქალაქის კიდევ ერთი უბანი დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან .ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი ნერგების დარგვისთვის აუცილებელი წინასწარი სამუშაოები და ნიადაგის მომზადება. ქალაქში ახალი სარეკრეაციო ზოლის შექმნისა და კომპანიაში არსებული წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რამდენიმე ათეული კიპარისის ჯიშის გაშენება იგეგმება.
5 ივნისი- გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ,,მწვანე აქციით „ აღნიშნა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად გარემოს დაცვის სამინისტროს და გაეროსგანვითარების პროგრამის ეგიდით დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებებში დღეს აქტიურად ჩაერთო ტყიბულში მოქმედი საქნახშირის საწარმოც. ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ , როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ეკო პროექტებსა და ბუნების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში . 5 ივნისს- გარემოს დაცვის მსოფლიოს დღის აღსანიშნავად ტყიბულელმა მეშახტეებმა ,,მწვანე აქცია“ მოაწყვეს.
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ის თანამშრომლებმა საწარმოს ეზოში არსებული მწვანე საფარი განაახლეს, ტერიტორია დაასუფთავეს და საზაფხულო მოვლა პატრონობითი სამუშაოები ჩაატარეს. ამ ტერიტორიაზე ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ინიციატივით ერთი თვის წინ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე დაირგო. დღევანდელ მოვლა აღდგენით ღონისძიებებში მონაწილეობა მეშახტეთა ფროფესიული კავშირის წევრებმაც მიიღეს.
,,მწვანე თვე“
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფ"-მა , გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსინიციატივის ივნისი ,,მწვანე თვე“ მხარდაჭერისა და პარტნიორობის ეგიდით ,მორიგი აქცია ,, დატოვე შენი მწვანე კვალი“გამართა. . ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ის მეშახტეებმა ქვანახშირის გადამამუშავებელი ფაბრიკისა და თბოელექროსადგურის მიმდებარეტერიტორია დაასუფთავეს. მეშახტეებმა მწვანე უბანი საყოფაცხოვრებო და ბუნებრივი ნარჩენებისგან გაწმინდეს . კომპანიის გადაწყვეტილებით ,აღნიშნულ ტერიტორიაზექალაქისთვის ახალი სარეკრეაციო ზოლი გაჩნდება , სადაც ათეულობით მწვანე ნერგი დაირგვება. ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ ,,მწვანე თვის „ ფარგლებში,, მეშახეთა ხეივანის „ გაშენებასგეგმავს.აქციაში საქნახშირის თანამშრომლები და მათი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრებიმიიღებენ მონაწილეობას.,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ , როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონეკომპანია დაცვისკუთხით განხორციელებულ ღონისძიებებში .,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ ასევე ტრადიციულად აგრძელებს, იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც კომპანიის მიერ დამტკიცებული გარემოს დაცვითი წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული.