
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ 31 იანვარს ,კიევში, პირველი კონცესიის შედეგების პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონცესიის პროცესი და ახალი ინვესტიციები უკრაინული ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების წამყვანი ძალა გახდება. ”უკრაინის პორტებში პირველი კონცესიის ფარგლებში ჩატარებული ტენდერები წარმატებით ჩატარდა. კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიებია Risoil-Kherson და QTerminals, რომელთაც აქვთ გამოცდილება, რესურსები, ამბიციური გეგმები და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ხერსონისა და ოლვიას პორტები გახდება ეკონომიკური ზრდის მაგალითი და მიმზიდველი მოდელი როგორ კონცესიონერებისთვის ასევე უკრაინის ეკონომიკისთვის. ახალი ინვესტორები აჩენენ ახალ პერსპექტივებს რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და სამომავლო განვითარების კუთხით’განაცხადა ვლადისლავ კრიკლიმ . პრეზენტაციის შედეგებისა და კომპანიის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკუთარ ვებგვერდძე აქვეყნებს .http://mtu.gov.ua/news/31544.html
https://www.youtube.com/watch?v=HvbkA2BavF0&feature=youtu.be