English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • პირველი მასშტაბური ქართული ინვესტიცია უკრაინაში


    GIG  პარტნიორ  შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად  ხერსონის  პორტის  30 წლიან მართვაში შედის. ხერსონის საზღვაო სავაჭრო პორტზე გამოცხადებულ ტენდერში   გამარჯვებულად  უკრაინის  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს საკონკურსო კომისიამ   2020 წლის 21 იანვარს კომპანია  LLC  RISOIL –KHERSON   გამოაცხადა. ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას   პორტის  მართვის უფლება  გამოცხადებული კონცესიის პირობისთანახმად 30 წლით გადაეცა.

       უკრაინის  მთავრობამ  დღეს საჯარო   პრეზენტაცია გამართა -  საზოგადოებას და მედიას  ტენდერში გამარჯვებული ინვესტორი   კომპანია LLC RISOIL-KHERSON  წარუდგინა, რომლის  მესაკუთრე გახლავთ  შპს „საქართველოს  ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული კომპანია ,,Petrol Oil  and  Chemicals”  და შვეიცარიული  კომპანია  ,,Rissoil S.A.“   პრეზენტაციას   უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმოამდგენლები, ინფრასტუქტურისა და  უკრაინის ეკონომიკის მინისტრები, კატარის ინფრასტრუქტურის მინისტრი და  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს „ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა.  უკრაინის ხელისულფების წარმომადგენლებმა   ქვეყანაში ახალ  ეკონომიკურ რეფორმებზე,  საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმზიდველ  საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრეს.  აღნიშნეს, რომ  საკონკურსო პროცესი  უპრეცედენტოდ   სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის  მთავარი პრინციპი კი  გამარჯვებული ინვესტორის  რეპუტაცია,  მათი მხრიდან წარდგენილი  საუკეთესო  საინვესტიციო  წინადადებები   და  ბიზნესგამოცდილება გახდა.

    LLC RISOIL-KHERSON-მა   საზოგადოებას,  მთავრობასა და მედიას ხერსონის სავაჭრო პორტის  განვითარების  გრძელვადიანი სტრატეგია  წარუდგინა  საკუთარი ხედვით, მისიით, განვითარების გეგმით  და პორტის გადაიარაღების სქემით. ინვესტორი კომპანია პორტის  განვითარებაში 15  მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას  გეგმავს და   ხერსონის  ინფრასტრუქტურის  მოწყობა- განვითარებაზე  ვალდებულებასაც იღებს.

     უკრაინაში დაწყებულმა  ახალმა ეკონომიკურმა  პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა ,რაც ინვესტორებისთვის  სტატეგიული  სახელმწიფო  ობიექტების   მართვის  უფლებით  გადაცემას ეხებოდა,  განსხვავებული  შესაძლებლობები  გააჩინა  ინვესტორებისათვის.

    #საქართველოსინდუსტრიულიჯგუფი #დავით ბეჯუაშვილი #ხერსონისპორტი #კონცესია

    https://www.interpressnews.ge/ka/article/583328-sakartvelos-industriuli-jgupi-shveicariel-partniortan-ertad-xersonis-portis-30-clian-martvashi-shedis?fbclid=IwAR3TBy0cjJiT16V62VyqQ1WPf60BbH381eat3Fo2rlPu4931AnbtBypaN1s

    https://www.youtube.com/watch?v=HvbkA2BavF0&feature=youtu.be

     

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი