საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) თავმჯდომარემ ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკის მინისტრის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები იყო, მხარეებმა ასევე ასევე, ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესებასა და საკვანძო ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელეს„კერძო სექტორისა და არასამთვრობო ორგანიზაციების მხადარჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დარგის სამომავლო განვითარებისთვის. ბიზნესისა და მთავრობის ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის, ენერგეტიკის წინსვლა“ - განაცხადა შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.შეხვედრაში, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიციატივით გაიმართა , მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG), „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“ და “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) წარმომადგენლები.ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას , ახალი სტატუსით ესწრებოდა გიორგი ჩიქოვანი , რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,მინისტრის მოადგილის სტატუსით შეურთდა.მხარეების გადაწყვეტილებით მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ.