საქნახშირმა ტყიბულის საფეხბურთო გუნდს ,,მეშახტე“ ახალი ფორმები შეუძინა
კომპანია ,,ჯი-აი-ჯი“-, კვლავ აგრძელებს სხვადასხვა სოციალური აქტივობების მხარდაჭერას . საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის გადაწყვეტილებით და დაფინანსებით ტყიბულის ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს ,,მეშახტე“ ესპანეთში დამზადებული ფორმები შეუძინა და გადასცა.
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ჯგუფი როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია წლებია რაც მეურვეობას უწევს ტყიბულის ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს.
2012 წელს ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა „ ადგილობრივ საწვრთნელ ბაზაზე სარემონტო სამუშაობი დააფინანსა , რის შედეგადაც გუნდის საწვრთნელი და საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება . 2011 წლის განმავლობაში კი კომპანია საფეხბურთო გუნდის თითოუელ წევრს ხუთი ათასი ლარით აფინასებდა .
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის,, საჩუქარი მოზარდ კალათბურთელთა გუნდს
კომპანია ,,ჯი-აი-ჯი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფმა,, ტყიბულის მუნიციპალიტეტთან არსებული მოზარდ კალათბურთელთა გუნდს ფინანსური დახმარება გაუწია. გუნდმა, იმერეთის რეგიონალური საკალათბურთო ფესტივალის ფარგლებში "საქნახშირის" მიერ შეძენილი ახალი ფორმებით იასპარეზა.
საერთაშორისო ტურნირი საკრეისერო იახტებით
ფოთი – ბათუმი – ანაკლიაში 26–31 ივლისს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი საკრეისერო იახტებით: „შავი ზღვის თასი – საქართველო 2012“. ეკიპაჟები წარმოადგინა ქართულმა კომპანიებმა: „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენმა“, კომპანია „ბილაინმა“, თბილისისა და ფოთის მერიებმა. ტურნირზე დაფიქსირდა უპრეცედენტო და განსაკუთრებული მოვლენა: პირველად რეგიონის ისტორიაში რეგატაში მონაწილეობა მიიღო 6–მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა. მათ შორის სამი ვაჟი და სამი გოგონა გახლდათ. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილმა გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო მისი ეკიპაჟის წევრი, ეტლით მოსარგებლე რატი იონათამიშვილი, წლის იახტსმენად იქნა ცნობილი. ტურნირი ჩატარდა საქართველოს აფროსნობის ფედერაციის და „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ ორგანიზატორობით. იდეის ავტორი - ჟურნალისტთა კავშირი „გელათი“. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ფოთის იახტკლუბში გაიმართა კონცერტი გიორგი სუხიტაშვილის მონაწილეობით და დაჯილდოების ცერემონიალი. დახურვისას მონაწილეებმა ცაში გაუშვეს ფარნები. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ესწრებოდნენ დასკვნით ღონისძიებას, სპეციალური სიგელებით და დიპლომებით დააჯილდოვეს გამარჯვებულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.