,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „ ერთერთი პირველია ვინც შატილის სკოლა ინტერნატის დაწყვის შემდეგ ,დახმარების სურვულით გამოდის. ,,ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ სასკოლო ინვენტარს: მერხებს, ავეჯს, დაფებს, კომპიუტერებს, წიგნებს, სახატავებს , სპორტულ ინვენტარს, საყოფაცხოვრებო ნივთებს შეიძენს. და რაც ყველაზე მეტად გვახარებს ამ აქციაში ბავშვები არიან ჩართულები. "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დახმარებოდნენ თანატოლებს. საბოლოოდ გამოვიდა “ბავშვები ბავშვებისათვის”.
აღსანიშნავია,რომ კომპანია შარშან საახალწლოდ მაღალმთიანისოფლების რამდენიმე სკოლა ინტერნატს დაეხმარა . აქციის მონაწილეებად ჩვენივე პარტნიორები ვაქციეთ და კორპორატიული საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხით ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებს ინვენტარი, კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი შევუძინეთ... წელსაც იგივე გვინდოდა. ვეძებდით, ვარჩევდით, ახალ მეგობრებს. შატილის სკოლა ინტერნატის დაწვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისთანავე ჩვენი კომპანია და ,,ევროპულ სოლა „ პირველები აღმოვჩნდით ვინც გამოვხატეთ სურვილი ,რომ ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული აქცია შატილში განხორციელდეს.
შეგახსენებთ ,რომ ,გუშინ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა, 8 ბავშვი დარჩა სკოლის გარეშე. უკვე ითქვა რომ სკოლა მალე აღდგება. ჩვენი კი საახალწლოდ ზუსტად ვიცით ვისაც გავახარებთ...