ჯიაიჯი ჰოლდინგი არის უმსხვილესი საინვესტიციო და მენეჯმენტ კომპანია საქართველოში დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელითა და კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებით. ამჟამად ჯგუფი ინვესტირებს და აქტივებს მართავს საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.
ჯიაიჯი ჩართულია ისეთ სექტორებში, როგორიცაა:
ჯიაიჯი ჰოდლინგში შემავალ კომპანიებში 4000-მდე თანამშრომელია დასაქმებული და დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად ითვლება. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული კადრების მოზიდვა და დასაქმება, რომლებიც ხასიათდებიან შრომისმოყვარეობით და თვითგანვითარების სურვილით.
ჯიაიჯის სტრატეგია მიზნად ისახავს საბაზრო წილის გაზრდას ენერგეტიკის სექტორში (დენი, გაზის და ენერგიის განახლებადი წყაროები) ,რასაც თან ახლავს ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესება.
ჯიაიჯი მოქმედებს ღია პრინციპების დაცვით, შესაბამისად, მის უდიდეს შვილობილ კომპანიებს ყოველწლიურად უტარდებათ აუდიტი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ისეთი ფირმების მიერ, როგორიცაა Deloitte & Touche, Ernst &Young ან BDO.
ჯიაიჯი წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფს, რომელიც მუდმივად არის სოციალური, კულტურული და რეგიონული პროქტების ინიციატორი და აქტიური მხარდამჭერი.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" და საქართველოში "ამერიკის სავაჭრო პალატის" წევრი.