ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
13სექტემბერი
ენერგეტიკოსის დღე

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ჩვენი ჰოლდინგი ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.   ვცდილობთ გუნდის წევრების შრომის დაფასებას და  წახალისებას..

 

წელს  გარდაბანში მოვიწვიეთ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში შემავალი ჰესების, სადგურების წარმომადგენლები.  გამოვავლინეთ "წლის ენერგეტიკოსები", რომლებიც   პროფესიონალიზმის, პასუხისმგბელობისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით გამოარჩიეს.  ეს იყო პროცესი, როცა კოლეგები კოლეგებს ასახელებდნენ და აფასებდნენ. მადლობა გადაუხადეს  ყოველდღიურ საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. წელს 11 თანამშრომელს გადაეცა სიგელი, ფულადი ჯილდო და საჩუქარი.

 

ღონისძიების ფარგლებში ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომლებმა გარდაბნის თბოელექტროსადგური დაათვალიერეს,  შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თბოსადგურის მუშაობის სპეციფიკასა და იქ მიმდინარე პროცესებს, რაც გამოცდილების გაზიარებისა და კომპანიის სხვადასხვა მიმართულების უკეთ გაცნობისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო    კორპორაციაში შემავალი სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

fbb47c73-254d-4cb7-b3d9-30d6f2e15108.png8.png5bac9229-aed8-4be5-948c-4f6bc0ec316e.pngc825b4c8-a116-423f-bab9-3e8375dcc516.png646e0ec9-9082-4036-8e98-9551eee99233.png6.png1.png4.png3.png2.png5.pngDSC01512.JPG4de971be-1397-4653-8bce-450376ae9130.png