ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
21სექტემბერი
ახალი სასწავლო წელი - "ევროპული სკოლის" ახალი კამპუსი, ახალი მისამართი, ახალი ლოგო

ჯერ კიდევ გაზაფხულზე  დავწერეთ, რომ ჩვენი  სკოლა ფართოვდებოდა, ახალ ლოკაციებს ითვისებდა და სკოლის ახალი კამპუსი - თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე გაიხსნებოდა. სულ რამდენიმე თვე დაგვჭირდა და ახალი თავგადასავალიც დაიწყო. სკოლის გახსნა გარემოს შევუხამეთ.

 

საყვირით ამცნო მეციხოვნე ბიჭუნამ სწავლის დაწყება და შემოვიდნენ სკოლის ახალი ლოგოს გაცოცხლებული გმირები, ოთხი სიმბოლო, ოთხი გმირი: ციხესიმაგრის მცველი, ვარსკვლავი-პრინცესა, ჯვაროსანი რაინდი და მგელი. მოქმედებაში ნახეს ის ხუთი მთავარი იდეა, რომლებზეც კამპუსში სწავლისა და განვითარების გზა აიგება: წარმოსახვა, აღმოჩენა, შექმნა, ზრუნვა და გაბედულება.

 

აქ სულ სხვა თავგადასავალი იწყება!

 

ჯიაიჯი ჰოლდინგი განაგრძობს ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული დარგის   განვითარების ინვესტირებას, ჩვენ ამ საქმიანობაში  მომავალი თაობებისათვის განათლების ხელშეწყობის მისიას ვხედავთ და ვაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, რომ კონკურენტუნარიანი  და მიზანდასახული მოქალაქეების აღზრდაში ჯიაიჯიმ თავისი წვლილი შეიტანოს.

ახალი სასწავლო წელი. ახალი იდენტობა.

სასწავლო წლის დაწყების წინ "ევროპული სკოლა" განახლებულ ვიზუალურ იდენტობას — სკოლის ახალ ლოგოს წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენს ისტორიას, ღირებულებებსა და სამომავლო ხედვას აერთიანებს.

ახალი ლოგოს ოთხი სიმბოლო:

 

ვარსკვლავი — სრულყოფილებისკენ სწრაფვა და მაღალი მიზნები, ჩვენი სურვილი, მივაღწიოთ უმაღლეს სტანდარტებს.

ჯვარი — ღირებულებები, მიზანი და ის პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ ვსწავლობთ, ვლიდერობთ და ვქმნით დადებით ცვლილებებს.

მგელი — სიმამაცე, ძალა და ერთიანობა, ლიდერობის ის სულისკვეთება, რომელიც "ევროპული სკოლის" საზოგადოებას აერთიანებს.

ციხესიმაგრე — შთაგონებული ჩვენი ახალი კამპუსით, ჩვენი ისტორიის გაგრძელება და ახალი შესაძლებლობებისკენ გახსნილი კარი.

ერთად ეს ოთხი სიმბოლო აერთიანებს "ევროპული სკოლის" 20-წლიან ისტორიასა და მომავალს: მტკიცე ღირებულებებს, სრულყოფილებისკენ სწრაფვას, ძლიერ საზოგადოებას და განათლების მომავლის შექმნის სურვილს.

 63JPG.JPG07 (1).JPG28.png10 JPG.JPG10 JPG.JPG30 (2).JPG