English |
,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ გარემოსა და და ბუნებრივი რესურსების ინიციატივის ,,მწვანე თვის“ ფარგლებში სხვადასხვა სახის ეკოლოგიურ პროექტებსა და აქციებში აგრძელებს მონაწილეობას. ტყიბულელი მეშახტეების ინიციატივით მორიგი მწვანე აქცია განხორციელდა. ქალაქის კიდევ ერთი უბანი დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან .ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი ნერგების დარგვისთვის აუცილებელი წინასწარი სამუშაოები და ნიადაგის მომზადება. ქალაქში ახალი სარეკრეაციო ზოლის შექმნისა და კომპანიაში არსებული წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რამდენიმე ათეული კიპარისის ჯიშის გაშენება იგეგმება.