
10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. საზეიმო ღონისძიება 100 წლის ისტორიის მქონე ზაჰესის ჰიდროელექტოსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული ,რომელსაც ქვეყნის ენერგოსექტორის სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესიული დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის ენერგეტიკოსები იყვნენ მიწვეული. GIEC-ის ენერგეტიკოსებს შოთა შუბლაძესა და გიორგი ხინჩაკაძეს პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასაცა.შოთა შუბლაძესა და გიორგი ხინჩაკაძეს წლების გამოცდილება აქვთ და 15 წელზე მეტია ისინი გარდაბნის თბოსადგურის თანამშრომლები არიან.
„მსურს, დღევანდელი დღე მივულოცო დარგში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს , პირველ რიგში მათ ვინც ამ წუთებში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის სტაბილურ უწყვეტ ენერგომომარაგებას“- აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ .
შეხვედრაზე ენერგეტიკული სექტორის წარმომაგელებს დარგის სიახლეები, სამომავლო გეგმები და რეფორმები გააცნეს.