English  |  
English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
      კომპანიის მიმოხილვა
      მისია და ხედვა
      ჩვენი გუნდი
      შვილობილი კომპანიები
      საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
      მტკვარი ენერჯი
      ნეოგაზი
      დაკავშირებული კომპანიები
      კორპორატიული მართვა
  • სიახლეები
  • სოციალური პასუხისმგებლობა
  • კარიერა
      ჩემი GIG
      კორპორატიული კულტურა
      დასაქმება
      განვითარება
      ვაკანსიები
  • მულტიმედია
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • მედია ჩვენზე
  • ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის


    „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წევრობა  დიდი პატივია და  ამ ფონდის მიერ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებს  “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მუდმივად ესწრება. დაარსების დღიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს  ფონდთან.  წელსაც კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბეჟუაშვილმა  ფონდი 50 ათასი ლარით დააფინანსა.  წლის განმავლობაში კი  მის მიერ   ყოველთვიურად ხდება  ფონდისათვის დახმარების გაწევა.

     როგორც წლევანდელ ანგარიშში იყო ნათქვამი ფონდის მიერ 53 დაჭრილ ჯარისკაცს  გაეწია დახმარება , ჩატარდა 17 ოპერაცია, მათ შორის 13 ურთულესი ოფთალმოლოგიური ჩარევა და ა.შ

     წელს გაჟღერდა ინიციატივა , რომელსაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს  მხარდაჭერა აქვს. ახალი წლიდან ფონდი სამხედროებისა და მათი ოჯახის  წევრებისათვის, ასევე დაღუპული  ჯარისკაცების შვილებისათვის  ინგლისური ენის მოსამზადებელ სპეციალურ  კურსებს შექმნის.

    ჩვენთვის საამაყოა ჩვენი გმირების გვერდით დგომა, საამაყოა დაღუპული მებრძოლების ოჯახებისადმი თანადგომა და ვთვლით,  რომ როგორც მოქალაქების ისე ბიზნესის მხრიდან ასეთი აქტივობა მხოლოდ მცირედია რითაც შეგვიძლია მათთვის მადლიერების გამოხატვა.

    "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს შორის რომელიც ამ აქციაში ჩაერთო. დავით ბეჟუაშვილის გადაწყვეტილებით ეს არ იქნება ერთჯერადი სახის კონტრიბუცია და  პარტნიორობა გრძელვადიან ფორმატში გაგრძელდება.

     

    ჩამოტვირთე PDF


    სოციალური აქტივობები


    © 2011-2017 Georgian Industrial Group
    კომპანია კონტაქტი