English |

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" წლებია "ციცინათელებთან" მეგობრობს რაც ჩვენთვის დიდი პატივია. პატივია ისიც რომ აუქციონის მონაწილეები ვიყავით და მცირედით შევძელით დავხმარებოდით თბილისში არსებულ ბავშვთა ჰოსპისს და საომარ მდგომარეობაში მყოფ ხარკოვს. ჰოსპისის ბავშვებმა არაერთი დღე გაატარეს ბუნკერსა და სარდაფებში რომ გადარჩენილიყვნენ, ხარკოვის ჰოსპისის დირექტორი კი ბრძოლის ველზე იბრძვის.აუქციონიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინაში- ხარკოვის ჰოსპისს გაუნაწილდა.