საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ენერგეტიკისა და სამთო-ინჟინერიის ფაკულტეტების 12 წარჩინებული სტუდენტი GIEC‐ის (საქართველოს აერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია) მოწვევით დღეს გარდაბნის თბოელექტროსადგურში სასწავლო-შემეცნებით პრაქტიკაზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია 12-ვე სტუდენტი „ჯი-აი-ჯი”
ჯგუფის სტიპენდიანტია.
ამ დარგების პოპულარიზაცია ახალგაზრდების დაინტერესება, მოზიდვა და მათი სამომავლოდ დასაქმება „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში GIEC შედის) საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი ეტაპია. სწორედ ამიტომ დღეს კორპორაცია ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტებს მასპინძლობდა. „ჯი-აი-ჯიმ“ სტუდენტებს სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკის კურსი, საზაფხულო სტაჟირება შესთავაზა. სამომავლოდ კი კომპანია საუკეთესო სტუდენტებს, რომლებიც არსებულ სპეციალობებს შეარჩევენ, კორპორაციაში დასაქებას სთავაზობს.
ოცწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას ბიზნესისა და განათლების სფეროების თანამშრომლობის ეს მოდელი ერთ-ერთ საუკეთესო პრეცენდენტად მიაჩნია ახალგაზრდებში განათლების წახალისებისა და სამომავლო დასაქმების თვალსაზრისით. ტექნიკური სპეციალობების პოპულარიზაცია და ახალი კადრების აღზრდა და მოზიდვა მნიშვნელოვანია როგორც ამ სპეციალობებისა და ბიზნესისათვის ასევე ქვეყნის განვითარებისათვის.