English |
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ტრადიციისამებრ აგრძელებს სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის თანადგომის აქციას. საქველმოქმედო სადილის ფარგლებში კომპანია GIG‐ კათარზისის ბენეფიციარებსა და სტუმრებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდა.
11 მაისს, კომპანიისა და კათარზისის ორგანიზებით გამართულ აქციაში 400 მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია წლებია რაც მიუსაფარი და უმწეო მოხუცებისთვის, როგორც დღესასწაულებზე,ასევე წლის განმავლობაში "ცხელი სადილით" მასპინძლობს მათ.