English |
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის,, თანამონაწილეობით საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი განახლებულია. შენობის რეაბილიტაციის მიზნით შარშან,კომპანია PRMC-ს და ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის“ სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში საქველმოქმედო აუქციონი გიამართა. შესული თანხით დარბაზი გადაიხურა და გასახდელები სრულად განახლდა. დამონტაჯდა გათბობის სისტემა, სპორტული ინვენტარი და აქსესუარები.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დახმარების მიზნით "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი,,18 დეკემბერს, გამართულ საქველმოქმედო აუქციონში ჩაერთო. კომპანიამ აუქციონზე 2 ლოტი- ზაზა ფაჩულიას მაისური და ტოჩინოშინის კიმონო და ობი შეიძინა.